TaoNews.Ge

სამღვდელო ხარისხიდან პირის განკვეთა ეპისკოპოსს ერთპიროვნულად არ შეუძლია – დეკანოზი ჭიღლაძე მეუფე სტეფანეზე

არავითარი ცეცხლი არ გადმოდის, საპატრიარქომ ხალხის გამოთაყვანება უნდა შეწყვიტოს – ილია ჭიღლაძე

„არავითარი ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის, საპატრიარქომ ხალხის გამოთაყვანება უნდა შეწყვიტოს“, – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ქრისტეს ყოფილ საფლავზე თავად იერუსალიმის პატრიარქი ანთებს სანთელს და აკურთხებს ცეცხლს.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ „არცერთი დიდი წმინდა მამა და მასწავლებელი ეკლესიისა, მთელი ოცი საუკუნის მანძილზე ამ ფსევდოსასწაულზე არც საუბრობს“ და არც ადასტურებს.

„არავითარი ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის ყოველწლიურად დიდ შაბათს იერუსალიმში, ქრისტეს ყოფილ საფლავზე თავად იერუსალიმის პატრიარქი ანთებს სანთელს და აკურთხებს ცეცხლს, რაც განასახიერებს ქრისტეს ღვთაებრივ ნათელს და სიბნელეზე გამარჯვებას. ეს დაადასტურეს იერუსალიმის სინოდის წევრებმა, მათ შორის მიტროპოლიტმა კორნელიმ, რომელმაც პატრიარქ დიოდოროსის გარდაცვალების გამო, მოსაყდრედ არჩეულმა თავად გამოიტანა წმინდა ცეცხლი პატრიარქის ნაცვლად 2001 წელს.

არცერთი დიდი წმინდა მამა და მასწავლებელი ეკლესიისა, მთელი ოცი საუკუნის მანძილზე არ საუბრობს ამ ფსევდოსასწაულზე. არცერთი საეკლესიო წმინდა წიგნი ამ ფაქტს არ ადასტურებს. კომენტარებში დავდებ სათანადო წყაროებს.

საქართველოს საპატრიარქომ უნდა შეწყვიტოს ხალხის გამოთაყვანება და მოტყუება“, – აღნიშნა დეკანოზმა.

მსგავსი სიახლეები

აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის  პრეზიდენტი დეიმონ უილსონი თავის ქმართან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტითა და თაფლობის თვის გასატარებლად  ლგბტ კვირეულზე ჩამოვიდა-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)
კოპირება აკრძალულია!