TaoNews.Ge

“ანტითურქული პროპაგანდა შემაშფოთებელია”- თურქეთის ელჩი ნამახვანჰესზე

“ანტითურქული პროპაგანდა შემაშფოთებელია”- თურქეთის ელჩი ნამახვანჰესზე

 საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა სერენ იაზგანი, ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო პროტესტისას გაჟღერებულ თურქოფობიურ განცხადებებს ასე გამოეხმაურა:”ეს არ არის საქართველო, რომელსაც ვიცნობ”.

“ჩემთვის მოულოდნელი იყო ხელშეკრულების დადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ დაწყებული პროტესტის ხილვა. მეორე, რამაც გამაკვირვა, ანტითურქული, თურქოფობიური და რაღაც შემთხვევაში, ისლამოფობიური პროპაგანდა, ეს ძალიან შემაშფოთებელია, რადგან მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას, მართლმადიდებლური სარწმუნოება განუყოფელი ნაწილია ქართული იდენტობის, მაგრამ, როდესაც ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში, მე ეჭვები მიჩნდება, რომ ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობ”. – ამბობს თურქეთის ელჩი.

იაზგანმა აქტივისტების მიერ მშენებლობის ადგილზე ჯვრის აღმართვის ფაქტზეც ისაუბრა და თქვა, რომ რელიგიური სიმბოლოს ამ საკითხში შემოტანა არის ძალიან სენსიტიური, რომელიც არ უნდა ქმნიდეს პერეცედენტს თურქი ინვესტორებისთვის.

“როდესაც ვსაუბრობთ რელიგიურ ნარატივზე, რომელიც ჩვენ დავინახეთ, რომ ყოფილიყო კომპანია ისრაელიდან, იტალიიდან, ამერიკიდან, ვინმე აღმართავდა ჯვარს? არ ვიცი. ამიტომაც, მინდა ვკითხო ადამიანებს, რატომ შემოგაქვთ რელიგიური სიმბოლო? მე ვფიქრობ, ეს ძალიან სენსიტიურია. მე არ მსურს, ეს პრეცედენტს ქმნიდეს თურქი ინვესტორებისთვის, ვინც ამის უკან დგას, სურს ორი რამის შეწყვეტა: პირველი არის თურქი ინვესტორების კომფორტული ურთიერთობა საქართველოში, მეორე კი ეხება ენერგოუსაფრთხოების საკითხს”. – ამბობს იაზგანი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!