TaoNews.Ge

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ქართველი მუსიკოსის, ფოლკლორისტის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერების შემკრების სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში, სამების საკათედრო ტაძარში იმართებოდა.

ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!