TaoNews.Ge

“ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებამ დაგვანახა, რომ იგი გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვენ მას აღვიქვამდით” –  პატრიარქის სამძიმრის წერილი 

“ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებამ დაგვანახა, რომ იგი გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვენ მას აღვიქვამდით” –  პატრიარქის სამძიმრის წერილი 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ანზორ ერქომაიშვლის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

უწმინდესის თქმით, ყველა აღიარებდა ანზორ ერქომაიშვილის გამორჩეულ ღვაწლს, როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის წინაშე, ისე მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.

„ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ყველა მუდამ დიდ პატივს სცემდა და აღიარებდა მის გამორჩეულ ღვაწლს, როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის წინაშე, ისე მომავალი თაობის აღზრდის საქმეში, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ დაგვანახა, რომ იგი გაცილებით უფრო დიდი და განუმეორებელი იყო, ვიდრე ჩვენ მას აღვიქვამდით.

მისი პიროვნების უნიკალურობას, ღვთივმიმადლებულ ნიჭსა და შრომისმოყვარეობასთან ერთად, განაპირობებდა იშვიათი სიკეთე და თავმდაბლობა, ამიტომაც გახდა იგი ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის მსახურ ერქომაიშვილთა ცნობილი გვარის ღირსება და საქართველოსთვის დამაშვრალ მამულიშვილთა შორის კელაპტარი ჩაუქრობელი.

მისმა უკვდავმა სულმა ამიერიდან ღვთის წინაშე ახალი ცხოვრება დაიწყო. შეეწიოს მას ჩვენი ლოცვა, ლოცვა ახლობლებისა და სრულიად საქართველოსი და დაუმკვიდროს სავანე მართალთა, ამინ“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!