TaoNews.Ge

ანა დოლიძე პროკურატურას მიმართავს და დაზარალებულად ცნობას ითხოვს

ანა დოლიძე პროკურატურას მიმართავს და დაზარალებულად ცნობას ითხოვს

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძეს სახლში ფარული ვიდეო კამერის დამონტაჟებას ეხება.

ანა დოლიძე პროკურატურას მიმართავს და დაზარალებულად ცნობას ითხოვს.

დოლიძე,ასევე  მიესალმება კახა საბანაძის მიერ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გამოძიება მისით არ უნდა დასრულდეს.

„დაგეგმილი გვქონდა, რომ დღეს შეგვეტანა განცხადება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა, რადგან პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და გაავრცელა დღეს დილას ინფორმაცია, ჩემი მოთხოვნაა მცნონ დაზარალებულად. რაც უფრო სერიოზული იქნება სანქცია, მით უფრო მნიშნველოვანია. ივანე გულაშვილს მიუსაჯეს 2 წელი. ეს ორი წელი არაფერია, როცა ათასობით ადამიანის სიცოცხლეს ანგრევ.

რომელ წელს ეხება ეს ყველაფერი ჩვენ არ ვიცით. გულაშვილმა დაასახელა, რომ ეს იყო 2014 წელს. 2014 – ში მე არ ვცხოვრობდი საქართველოში, გადმოვედი 2015 წლის მაისში. ეს ველოსიპედი, რომელზეც იყო საუბარი, ჩამოვიდა 2015 წლის შემოდგომაზე. ანუ ჩვენ არ ვიცით რომელ წელს ხდება ეს ყველაფერი ან რომელი პრემიერის დროს ხდებოდა. ღარიბაშვილი გადადგა დეკემბერში, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. რამდენი ხანი იყო თვალთვალი, როდის და ვინ დაამონტაჟა. სხვა დეტალები ბინაზე და სურათებზე მართალია. თუ 2019- ში მივიდა ის, მაშინ მე ვიყავი აქტიური და პრობლემური სასამართლოსთვის და „ოცნებისთვისაც“.

ყველა ფორმით ცდილობდნენ ჩემს ჩამოცილებას, ზურაბიშვილსაც მიმართეს მაშინ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს უკავშირდება ჩემს ბრძოლას სასამართლოსთან და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემს მისვლას. ეს პერიოდი, რომელზეც ის საუბრობს, როცა მე ჩამოვედი საქართველოში, თავიდან ბოლომდე ღიაა. ამიტომაც ვითხოვ მე ოთხივე პრემიერის დაკითხვას, არა მარტო ღარიბაშვილის. თუ ეს სისტემა შეიქმნა, ბუნებრივია ეს სისტემა ვიღაცამ გადაიბარა. ერთადერთი უცვლელი ამ დროს იყო გომელაური“, – ანა განაცხადა დოლიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის  პრეზიდენტი დეიმონ უილსონი თავის ქმართან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტითა და თაფლობის თვის გასატარებლად  ლგბტ კვირეულზე ჩამოვიდა-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)
კოპირება აკრძალულია!