TaoNews.Ge

ანასტასია ხაჩიძე დედაზე : “მახსოვს როგორ გასცვივდა თავისი ლამაზი ქერა თმა, ხმაშიც კი ბზარი შეეპარა”

ანასტასია ხაჩიძე დედაზე : “მახსოვს როგორ გასცვივდა თავისი ლამაზი ქერა თმა, ხმაშიც კი ბზარი შეეპარა”

შოუბიზნესის ცნობილმა სახემ ხათუნა ჟორდანიამ გამოაქვეყნა ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძის ემოციური ჩანახატი, რომელიც გოგონამ დედას მიუძღვნა.

“რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ ფბ, უნდა დავდო ანასტასიას ესსე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ ეს უნდა გამეკეთებინა”- წერს ჟორდანია

გთავაზობთ მის სრულ ვერსიას:

„მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი ისტორიის გმირს დავეძებდი, თუმცა, ბოლოს გავაანალიზე, რომ ეს გმირი დიდი ხანია ჩემთან იყო. 2 წლის წინ, 2019 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც არდადეგები დაიწყო, ჩემი გონება მოიცვა სურვილმა – მემოგზაურა და კარგი დრო გამეტარებინა. როგორც კი ბარგის ჩალაგება დავიწყეთ, დედაჩემი ცუდად გახდა, ის გამუდმებით ახველებდა.

დედაჩემი ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი იყო მათ შორის, ვისაც ვიცნობდი. ის არასდროს ავადმყოფობდა და არც ექიმებში დადიოდა. მას ისინი არ უყვარდა. ამ შემთხვევასაც ყურადღება არ მიაქცია და „დროებით“ ავადმყოფობად ჩათვალა.

შემდეგ დღეს კვლავ განაგრძო ხველება. პირველად ჩვენ ბათუმში ჩავედით, შემდეგ ახალციხეში, ბაკურიანში, მერე ისევ ბათუმში დავბრუნდით. მას ხველება უარესდებოდა. ხველებისგან ღამეც კი ეღვიძებოდა.

დიდხნიანი საუბრის შემდეგ, ჩემმა დამ ის დაარწმუნა, ექიმთან წასულიყო. შედეგები საშინელი იყო. მახსოვს, როგორ ვიდექი და ვხედავდი, როგორ ეცვლებოდა დედას სახის გამომეტყველება.

მთელი სამყარო თავდაყირა დადგა. ვტიროდი და იმას ვფიქრობდი, როგორ არ ვიყავი მზად მისი დაკარგვისთვის.

მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ თუნა და ჩემი და ქიმიოთერაპიისთვის ისრაელში გაფრინდნენ. ის მუდმივად მირეკავდა და მიყვებოდა ყველა იმ სიგიჟის შესახებ, რასაც ის და ჩემი და აკეთებდნენ.

ქიმიოთერაპიამ ნელ-ნელა დაასუსტა ის~, მაგრამ ნება მომეცით გითხრათ: ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში იყო ყველაზე კაშკაშა და სიბნელეს მისი დამარცხება არ შეეძლო.

 

მახსოვს, როგორ ჰქონდა ვენები, როგორ გასცვივდა თავისი ლამაზი ქერა თმა, ხმაშიც კი ბზარი შეეპარა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მირეკავდა, მეხუმრებოდა და მიყვებოდა, როგორ ცდილობდნენ ექიმები მის უცხოპლანეტელად გარდაქმნას.

იგი პროცედურების დროს მუდამ ატარებდა თვალის ჩრდილებს, ლაინერს, წითელ პომადას. ვფიქრობ, ზემოთ აღნიშნული ბევრს ამბობს იმაზე თუ როგორი ადამიანია დედა. ის ბევრად კარგია, ვიდრე ეს ფურცელზე ჩანს.

თუნა, ჩემი მბრწყინავი ვარსკვლავია, რომელსაც არ აქვს უფლება მოღრუბლული იყოს. იღბლიანი ვარ, რომ მისი შვილი ვარ. ის ყველაზე ბნელ დროსაც კი არ კარგავს შინაგან სინათლეს.

თუ ოდესმე მოგეცემათ შესაძლებლობა იმისა, რომ თუნა გაიცნოთ, ჩათვალეთ რომ იღბლიანი ხართ. და ბოლოს, ყველა გმირი მოსაცმელს არ ატარებს. ზოგჯერ ნამდვილი გმირები ლაინერსა და წითელ პომადას ატარებენ“.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!