TaoNews.Ge

“ამ  მძიმე მარხვაში რა ეშმაკად მოგვევლინა ეს კაცი! რატომ ცდილობს ხალხის დისკრედიტაციას, დაყოფას, შუღლს “- ნატო დუმბაძე

“ამ  მძიმე მარხვაში რა ეშმაკად მოგვევლინა ეს კაცი! რატომ ცდილობს ხალხის დისკრედიტაციას, დაყოფას, შუღლს “- ნატო დუმბაძე

პროდიუსერი ნატო დუმბაძე ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინირებული ადამიანებისთვის შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები მოიხსნას, მათ შორის, კომენდანტის საათიც.

ნატო დუმბაძე წერს:

„რატომ  წყვეტს გამყრელიძე ადამიანების დაყოფას?

იტალია  ევროპა არ არის? ავსტრია? ესპანეთი? ერთი მაგალითი დამისახელონ, ასეთი ულტიმატუმებით  ვინ ესაუბრება ევროპელებს, ერთი!

ამ  მძიმე მარხვაში რა  ეშმაკად მოგვევლინა ეს კაცი! რატომ აღიზიანებს ხალხს ? რატომ აიძულებს თავისუფლების სანაცვლოდ ვაქცინას?

რამდენჯერ უნდა დავწეროთ, რომ ნებაყოფლობითია! ეს კაცი რატომ გვართმევს თავისუფალ ნებას?

ქვეყანას ხომ ჰყავს  ხელისუფალი?

გააჩერეთ ეს კაცი, რა!

რატომ ცდილობს ხალხის დისკრედიტაციას, დაყოფას, შუღლს ?

ეს უკვე დიქტატურაა! დიქტატურა ხალხთან მიმართებაში!

მე ისედაც არ ვგიჟდები გარეთ წოწიალზე, ასე რომ  ნაკლებად მაღელვებს, თუმცა არ ვეთანხმები ამ მარაზმს!

სპეკულანტების რიტორიკა რომ მოიშალოთ, არა? მოიგონა ახლა სიტყვა  “პრივილეგია”!

საკოორდინაციო  საბჭოში, იმედი მაქვს, ბევრად წესიერი ხალხია  და ასე ხელაღებით  არ დაუშვებენ  ასეთ #პრივილეგიაიძულებას!“- წერს დუმბაძე

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!