TaoNews.Ge

“ამ მომაკვდინებელ ვირუსთან ომი ჯერ არ დაგვისრულებია, გამარჯვებამდე შორია”- ჯო ბაიდენი

“ამ მომაკვდინებელ ვირუსთან ომი ჯერ არ დაგვისრულებია, გამარჯვებამდე შორია”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შტატებს მოუწოდებს, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა შეაჩერონ.

კითხვაზე, უნდა შეაჩერონ თუ არა შტატებმა ეკონომიკის გახსნისკენ მიმართული მცდელობები, ბაიდენმა უპასუხა: “დიახ”.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა გუბერნატორს, მერს და ადგილობრივ ლიდერს, შეინარჩუნონ და აღადგინონ პირბადეების ტარების ვალდებულება. ამ მომაკვდინებელ ვირუსთან ომი ჯერ არ დაგვისრულებია, გამარჯვებამდე შორია,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 90%-ს ვაქცინაციის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 19 აპრილამდე მიეცემა.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში პირბადეების ტარების ვალდებულება და პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სხვა შეზღუდვები გაუქმდა, თუმცა ქვეყანაში ვირუსისგან ჯერ კიდევ ასობით ადამიანი იღუპება და აშშ-ის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ შესაძლოა გავრცელების მეოთხე ტალღაც დაიწყოს.

ცნობისათვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს დღემდე 550 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!