TaoNews.Ge

“ამპარტავნებით არ ვამბობ, მაგრამ ჩემთან შეხვედრა მეტ ადამიანს სურს – ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ზუგდიდში იმყოფება. მისი თქმით, ის აქ არ ჩამოსულა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ვასაძე ამბობს, რომ „მეგობრებთან ერთად“ დადის რეგიონებში, ემზადებიან და თანამოაზრეებს ხვდებიან.

„მე ამპარტავნებით არ ვამბობ, გამოდის, რომ მეტ ხალხს უნდა შეხვედრა და ჩვენ არავის არ ვუშლით. რადგან კანონით აკრძალულია დარბაზში დაჯდომა, იქ ცოტანი ვიყავით, შევძელით კანონის ფარგლებში და აქ ზუგდიდში კი გამოვიდა, რომ 200 კაცი მოვაო. ჩვენ ველოდით, რომ ათ კაცს შევხვდებოდით. კანონი რომ არ დაგვერღვია, ზუგდიდელებმა გვითხრეს, რომ გარეთ გამოვიდეთო. ისე გამოვიდა, თითქოს მიტინგს ჰგავს“, – განმარტა ლევან ვასაძემ.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ გუშინ მესტიაში იმყოფებოდნენ, სადაც საინტერესო საუბრები შედგა ადგილობრივებთან. მოსახლეობისგან მოისმინა, რომ სვანეთს „ის სტკივა, რაც სრულიად საქართველოს“. კერძოდ, ჩიხური პოლიტიკური სტრუქტურა და იდეოლოგია. ამიტომ, მისი რეფორმა მიაჩნია ქვეყნის გადარჩენის, განვითარების და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთადერთ გზად.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!