TaoNews.Ge

ამირან გამყრელიძე – “პიკში ვართ შესული”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებლით, ქვეყანა პიკშია შესული და დღევანდელი მაჩვენებელი – 2 171 შემთხვევა, უქმე დღეებზეა “დაგროვილი”, ვინაიდან დასვენების დღეებში ტესტირებები ინტენსიურ რეჟიმში არ მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ეპიდსიტუაცია “სახარბიელო” არ არის, თუმცა რიცხვები მართვადია და ჯანდაცვის სისტემა მას გაუმკლავდება.

ეპიდსიტუაციაზე ვთქვით, რომ პიკში ვართ შესული. ეს 2000, რაც არის დღეს, ეს გახლავთ უქმე დღეებზე დაგროვილი. მოგეხსენებათ, რომ უქმე დღეებზე ტესტირება ინტენსიური არ არის, უქმე დღეების შემდგომ, გარკვეულად გვაქვს ხოლმე ასეთი ნახტომისებური. დიდი ალბათობით შეიძლება, ესეც იყოს და მეორე, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაცია არ არის სახარბიელო.

ჯანდაცვის სისტემა მაშინ გაუმკლავდა, როცა 5000-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა. მოგეხსენებათ, ნოემბერ-დეკემბერში იყო სირთულეები, მაგრამ გაუმკლავდა. ახლა ეს რიცხვები არის მართვადი”,-თქვა გამყრელძემ “მთავართან” სატელეფონო კომენტარში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!