TaoNews.Ge

“ამით მაინც მოელოცა მედიისთვის, ყალბი პათეტიკის ნაცვლად” – გვარამია

“ამით მაინც მოელოცა მედიისთვის, ყალბი პათეტიკის ნაცვლად” – გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა მელია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

გვარამიას თქმით, მედიის წარმომადგენლები ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ და სირცხვილია, რომ ვაქცინაციის მიმღებთა პრიორიტეტულ ჯგუფში ვერ მოხვდნენ.

“თუ ვინმე არ გაჩერებულა და მუშაობს კოვიდის ყველა ტალღის განმავლობაში, ექიმების შემდეგ, არის მედია. და გასაგებია, რომ ვერც გაჩერდება. მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უამრავ ადამიანთან უწევთ კომუნიცირება ჟურნალისტებს და ოპერატორებს, და უკვე მათ – მემონტაჟეებთან, საეთეროსთან და ასე უსასრულოდ.

როგორ მოხდა, რომ მედია ვერ მოხვდა ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის? და მოხვდა მთავრობა, პარლამენტი და ასე შემდეგ. ეს არც სამართლიანია, არც რაციონალური და არც კოვიდ უსაფრთხო. რაც მთავარია, ეს სირცხვილია.

გუშინ მედიის თავისუფლების საერთაშორისო დღე იყო და ქართულ მთავრობას შეეძლო ამით მაინც მოელოცა მედიისთვის, ყალბი პათეტიკის ნაცვლად” – წერს გვარამია.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!