TaoNews.Ge

ბოლო 24 საათში რუსეთმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 20-ჯერ დაარღვია

ამერიკელი ჯარისკაცებს, რომლებიც აცრაზე უარს იტყვიან, არმიიდან დაითხოვენ

ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე უარს იტყვიან, არმიიდან დაითხოვენ.

ბრძანება რეგულარული არმიის ჯარისკაცებს, რეზერვისტებსა და იუნკრებს ეხებათ.

„არმიის მზადყოფნა დამოკიდებულია ჯარისკაცებზე, რომლებიც მზად არიან ივარჯიშონ, განლაგდნენ, იბრძოლონ და მოიგონ ჩვენი ერის ომები. არავაქცინირებული ჯარისკაცები შეიარაღებული ძალების მზადყოფნას საფრთხეს უქმნიან“, – აღნიშნა აშშ-ის არმიის მდივანმა ქრისტინ უორმუთმა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სამხედრო პერსონალის აბსოლუტური უმრავლესობა ვაქცინირებულია, ათასობით მათგანი აცრაზე მაინც უარს ამბობს.

ბოლო მონაცემებით, 20 000-მდე ჯარისკაცმა გათავისუფლება უკვე მოითხოვა ან უარი თქვა ვაქცინაციაზე.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!