TaoNews.Ge

“ამას, რომ ეტეოდეს, ცოცხი ჯობდა @რაკში” – ირინა სარიშვილი

“ამას, რომ ეტეოდეს, ცოცხი ჯობდა @რაკში” – ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“დიდი მადლობა ნიკა მელიას, “ენმ”–ს, ყველას, ვინც ამ სამარცხვინო ფერხულში არ ჩაერთო და ამით დატოვა შანსი იმისა, რომ მიუხედავად ამ ამაზრზენი უღირსებობისა, რისი დემონსტრირებაც დღეს მოხდა, ამ უბედურ ქვეყანაში ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად იქნება და რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

გულწრფელი მადლობა ჩემგან “ოცნებას” იმისათვის რომ თავიდან ამარიდა ამ პარლამენტის გამპრავებელი, ამნისტიით 20 ივნისის დარბევის შემოქმედთა ნიკა მელიასთან ერთად განთავისუფლებით ამაყი უთავმოყვარეო სკამზე დახარბებული ადამიანების მოქმედების შეფასება.

თავზე გადააწუწეს ყველა “საბაბი” და ასე იზამენ სულ!

რომ აღარაფერი ვთქვათ “ოცნების რეპლიკებზე, რა პოლიტპატიმრები, რა მძიმე სიტუაცია და რა კრიზისიო, მარტო ალეკო ელისაშვილის კმაყოფილი დამტუქსავი ტონი, აქამდეც უნდა გექნათო, სრულიად საკმარისია იმისათვის რომ მე ხმა აღარ ამოვიღო გადეპუტატებული “ოპოზიციონერების” მისამართით და მხოლოდ ერთი ფრაზით შემოვიფარგლო: ამას, ბატონებო და ქალბატონებო, რისი დემონსტრირებაც დღეს მოახდინეთ, რომ ეტეოდეს, ცოცხი ჯობდა ტრაკში.”

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!