TaoNews.Ge

„ალტ-ინფო“ Facebook-ზე ისევ აღარ იძებნება

ალტ-ინფო“ ეროვნული მაუწყებელი გახდა

ალტ-ინფო“ ეროვნული მაუწყებელი გახდა. გადაწყვეტილება დღეს, 9 სექტემბერს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო. დღეიდან „ალტ-ინფო“ ქვეყნის მასშტაბით იმაუწყებლებს, როგორც ფასიანი პაკეტების საშუალებით, ისე უფასო სიგნალით.

,,ალტ ინფო” მაუწყებლეობას დაიწყებს ,,სილქნეტზეც”. რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელებული დავის შემდეგ, „სილქნეტი“ დათანხმდა  ტელევიზია „ალტ-ინფოს“ მოთხოვნას, საკუთარ სერვისზე არხის მაუწყებლობა დაეშვა.

ამ ხნის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტი“ ალტ-ინფოს საკუთარ პაკეტში არ სვამდა, რის გამოც ტელეარხმა მარეგულირებელ კომისიას მიმართა.

თუმცა 2021 წლის 9 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ დავა მორიგებით დასრულდა. „სილქნეტის“ იურისტმა კახი ყურაშვილმა კომუნიკაციების კომისიის 9 სექტემბრის ონლაინ-სხდომაზე განაცხადა:

„დიახ, გუშინ გავაფორმეთ ხელშეკრულება კანონის შესაბამისად [არხის] სავალდებულო გატარების თაობაზე“.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!