TaoNews.Ge

ალიევის გახსნილ “ომის პარკს” სომხეთის ომბუდსმენი ეხმაურება

“ბაქოში გახსნილი ე.წ. პარკი, რომელიც არცახის ომს მიეძღვნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს აზერბაიჯანის სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერილ გენოციდისა და არმენოფობიურ პოლიტიკას”, – პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გახსნილ “ომის პარკს” სომხეთის სახალხო დამცველი, არმან თათოიანი განცხადებით ეხმაურება.

“გავრცელებული ვიდეო და ფოტომასალით ჩანს, რომ “პარკში” გამოფენილი ექსპონატები სომხეთისა და არცახის სომეხი მოქალაქეების მიმართ სიძულვილის დათესვას ემსახურება, რასაც სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანელთა გამოხმაურებებიც ადასტურებს, რომლებიც მიესალმებიან პრეზიდენტის ინიციატივას. მთელი წარმოდგენა ცინიკურ ხასიათს ატარებს და საჯაროდ ამცირებს ომის მსხვერპლ ადამიანებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულებსა და ტყვეებს, ლახავს მათი ოჯახების უფლებებსა და ღირსებას. დამატებითი ტანჯვას აყენებს დაღუპულთა ოჯახებსა და მთლიანად სომხურ საზოგადოებას.

მტრობის წახალისება სახელმწიფო დონეზე არის მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები სასტიკად აწამებდნენ და კლავდნენ სომეხ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, დაუფარავად, ცინიკურად და ამასთან, არ ეშინოდათ პასუხისმგებლობის, პირიქით, დარწმუნებული იყვნენ რომ მათი ეს ქცევა შექებას დაიმსახურებდა”.

სომხეთის სახალხო დამცველი გეგმავს ეს განცხადება საერთაშორისო სტრუქტურებს გაუგზავნოს ყურადღების მისაქცევად იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ აზერბაიჯანის ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები აქეზებს წამებას, სისასტიკეს და აბსოლუტურად არღვევს მშვიდობას და სოლიდარობას რეგიონში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!