TaoNews.Ge

 “ალიანსი სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო მობილიზებას ყურადღებით დააკვირდება”- ნატო

რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინის საზღვრებიდან ჯარის გაყვანისა და დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების შესახებ მნიშვნელოვანი და დროულია, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სააგენტოს ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მნიშვნელოვანი და დროული იქნება.

„ნატო სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო მობილიზებას ყურადღებით დააკვირდება“, – განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს უკრაინას და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და უკრაინის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში მოულოდნელი შემოწმების პროცესი დასრულდა და ჯარი მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება.

წყარო : ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!