TaoNews.Ge

ალექსეი ნავალნი ნებისმიერ წუთს შეიძლება მოკვდეს

ალექსეი ნავალნი ნებისმიერ წუთს შეიძლება მოკვდეს

რუსული ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის, ალექსეი ნავალნის ექიმი იაროსლავ აშიმხინი ამბობს, რომ ის, „შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს“, – ამის შესახებ EuroNews-ი წერს.

მისი განცხადებით, ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგების თანახმად, კალიუმის დონე იმდენად მაღალია, რომ, შეიძლება, გულის გაჩერება გამოიწვიოს. ის ასევე ამბობს, რომ გაზრდილია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითებაზე მიანიშნებს.

ნავალნის მდგომარეობის დამძიმებაზე მიუთითებს მისი კიდევ ერთი ექიმი, ანასტასია ვასილიევაც. ამავეს წერს ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიშიც. ალექსეი ნავალნი მესამე კვირაა შიმშილობს.

წყარო : imedinews.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!