TaoNews.Ge

ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა- “არგუმენტი არის ის, რომ ჩემდამი სოლიდარობის გამო, რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა დაიწყო”

ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა- “არგუმენტი არის ის, რომ ჩემდამი სოლიდარობის გამო, რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა დაიწყო”

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა – ინფორმაცია მის ინსტაგრამზე ვრცელდება.

როგორც ალექსეი ნავალნი აცხადებს, მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მასთან სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენელთა შესვლამ განაპირობა, რომლებსაც ენდობა. ნავალნის თქმით, შიმშილობის შეწყვეტა ექიმებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ურჩიეს. თუმცა, არანაკლები გავლენა სხვა ადამიანთა სოლიდარობამ იქონია, რომლებმაც ნავალნის მხარდასაჭერად, შიმშილობა დაიწყეს.

„ექიმებმა, რომლებსაც სრულად ვენდობი, გუშინ განაცხადეს, იმდენს მივაღწიეთ, რომ დროა შიმშილობა შევწყვიტო. გულწრფელად ვიტყვი, მათი სიტყვები, იმის შესახებ, რომ ანალიზების მიხედვით, ძალიან მოკლე დროში სამკურნალო აღარავინ იქნება, საყურადღებოდ მეჩვენა.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ჩემთვის ალბათ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, იყო ის, რომ ჩემდამი სოლიდარობის გამო, რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა დაიწყო“,- წერს ნავალნი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!