TaoNews.Ge

ალეკო ელისაშვილი ბასილაშვილზე -“ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას”

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მადლობა გადაუხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირზე გამარჯვებისთვის და აღნიშნა : “ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას; არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა”

“ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას; არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში, თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი. ალბათ, ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებული ვიყავით. მადლობა ნიკოლოზ ბასილაშვილს თავგანწირული ბრძოლისთვის, შრომისთვის, წარმატებისთვის და ყველა ქართველ სპორტსმენს მსგავსის გამეორებას ვუსურვებ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

ნებისმიერი ქრისტიანი გარდაცვლილისთვის შევასრულებ წესის აგების რიტუალს, განურჩევლად იმისა, თუ რა სახით არიდებდა თავს იგი ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურს-უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ლეონ გელოვანი
კოპირება აკრძალულია!