როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ის პრიორიტეტით არ ისარგებლებს.
“რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები. თუმცა, ვთვლი, გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას. შევეცდები, რომ არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით. ის ვაქცინა, რომელიც შეიძლება სხვისთვის გაცილებით უფრო მეტი ეფექტის მომტანი იყოს, არ ვისარგებლო ამ პრიორიტეტით. თუმცა, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის, რა თქმა უნდა, მე უარს არ ვიტყვი ვაქცინაციაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.