TaoNews.Ge

ქალაქის იმიჯის შელახვის და ფინანსური სირთულეების გამო, პოლონეთის ქალაქმა ანტი ლგბტ რეზოლუცია გააუქმა

აიდაჰოს შტატის სკოლები ცდილობენ, რომ სასწავლო პროგრამაში „პორნო-სწავლების“ კურსი შეიტანონ

აიდაჰოს შტატის ჯანდაცვისა და კეთილდღეობის დეპარტამენტი (IDHW) საშუალო სკოლებში სექსუალური განათლების პროგრამის დანერგვას გეგმავს, რომლის მიზანს პორნოგრაფიის პოპულარიზაცია და დაწყებითი სკოლის მოსწავლეებში, როგორც თავად უწოდებენ, „პორნო ცნობიერების“ ამაღლება წარმოადგენს.

აიდაჰოს შტატის თავისუფლების ფონდის მოხსენების თანახმად, IDHW-ი სექსუალური განათლების პროგრამას არასამთავრობო ორგანიზაციისგან – „განათლება, სწავლება და კვლევა“ – მიიღებს. როგორც ჩანს, სასწავლო პროგრამა უგულვებელყოფს სახელმწიფო კანონს და როგორც თავისუფლების ფონდი აცხადებს, „ტრადიციული ოჯახების მოწყობის გაძლიერების მიზნით, საჯარო სკოლებში სექსუალური სწავლების დანერგვას მოითხოვს“.

არასამთავრობო ორგანიზაციის სექსუალური სწავლების პროგრამა მოიცავს „პორნოცნობიერების“ ამაღლებას, რაც გულისხმობს “პორნოგრაფიის საშუალებით ისეთი საკითხების შესწავლას, როგორიცაა, სექსუალური გადახრა და ძალა, სიამოვნება, სექსუალური იდენტობა, სექსუალური აქტები და სექსუალური ძიება“.

ფონდი თავის მოხსენებაში ასევე, აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ სწავლებაში, სახელწოდებით – „პორნოცნობიერება და სექსუალური განათლება“ მონაწილეობს სან-დიეგოს უნივერსიტეტის პრევენციისა და განათლების ასოცირებული დირექტორი სარა დაიმონდი, რომელიც მასწავლებლებს მოუწოდებს, რომ „პორნოცნობიერების ღირებულებებთან“ დაკავშირებით ადმინისტრაციული გამოკითხვები ჩაატარონ და „მოსწავლეებს პორნოგრაფიასთან დაკავშირებით თავიანთი ღირებულებების გააზრებაში დაეხმარონ“.

ამ ყველაფერში ყველაზე შემაძრწუნებელია ის, რომ სასწავლო პროგრამა მოიცავს აქტივობებს, სადაც ბავშვები უყურებენ ვიდეოს, სახელწოდებით: „პორნო: რეალობა თუ მითი“, რომელშიც ანიმაციური ფილმის პერსონაჟები სექსუალურ აქტებს ახორციელებენ. აღნიშნული ვიდეო შეიქმნა Amazon.org-ის მიერ, რომელიც სექსუალური განათლების ვებგვერდს წარმოადგენს.

აღნიშნული და სხვა მსგავსი ტიპის ვებგვერდები ასევე, აქვეყნებენ ვიდეოებს ორსულობის მოშლის აბებზე, პუბერტატის დამთრგუნავ საშუალებებზე, გენდერულად ნეიტრალური სახელებისა და ენის გამოყენებაზე; ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ვიდეოები, სადაც არასრულწლოვნებს უხსნიან, თუ სად შეუძლიათ აბორტის გაკეთება ან სქესის შეცვლა, რასაც ბევრ ვებ-გვერდზე რეკლამა უკეთდება.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!