TaoNews.Ge

ვატო წერეთელი – “კობახიძემ მითხრა, შენ ხარ ნაბიჭვარიო”

“ათასი პროცენტით ვიცი, რომ მამას დააპატიმრებენ, აუცილებლად დაიჭერენ სამივეს” – ვატო წერეთელი

“ტვ პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი:

“ამ ქვეყანაში პრეზიდენტია, მოხუცია “ქართული ოცნებისთვის” ადამიანი არაფერს ნიშნავს. ადამიანმა 6 თვის უკან გაიკეთა უმძიმესი ოპერაცია, გვინდა გაყვანა, რომ გაიაროს მკურნალობის პროცედურები და პროკურატურა 4 დღეა საერთოდ არ გვეკონტაქტება. მთავარია მიაღწიონ თავის შედეგს და ლეტალური შედეგი დააყენონ, დარწმუნებული ვარ შურისძიება უნდათ ჩემი ოჯახის და არა მხოლოდ დაჭერით, დაჭერისთვის მზად არის მამა, წავა, დაჯდება ციხეში, გახდება პოლიტიკური პატიმარი. მე რომ ჩემი ოჯახის სიმართლე არ ვამტკიცო, ეკა გიგაურმა დაიქირავა დამოუკიდებელი ექსპერტი და კანადელმა ექსპერტმა იკითხა, რაზე დაობთ, საერთოდო? ესენი არიან ჯალათების ხელისუფლება. უნდათ მე დამსაჯონ, დაიჭირონ, ან ლეტალური შედეგი დააყენონ და გაანეიტრალონ არხი.

დარწმუნებული ვარ, რომ დააპატიმრებენ, ათასი პროცენტით დარწმუნებული ვარ. მოდის ჩემამდე ირიბი ხმები, ჩემი ინფორმაციით, ვიცი, რომ დაიჭერენ, ხვალ უკვე ვეცდები არასამთავრობო ორგანიაციებს და საელჩოებს შევატყობინო. ვიცი, რომ იქნება შურისძიება ჩემ ოჯახზე და მამას დააპატიმრებენ. აუცილებლად დაიჭერენ სამივეს. ეს ტელევიზია კარგა ხანია მე გამცდა, ეკუთვნის ხალხს და ამიტომ ჩემი და ჩემი ოჯახის გატეხვა წარმოუდგენელია.:

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!