TaoNews.Ge

ვითარება დონბასში-  ბოლო 24 საათში 10-ჯერ დაირღვა ცეცხლის  შეწყვეტის შეთანხმება -არის მსხვერპლი

„აზოვის“ მეთაური – მარიუპოლში, ,,აზოვსტალში” ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს, მათ შორის ქალები და ბავშვები, რუსები ყველა სახის არტილერიას იყენებენ – მოვუწოდებ ცივილიზებულ სამყაროს, ,,მწვანე დერეფანი” მოაწყონ

მოვუწოდებ მთელ ცივილიზებულ სამყაროს პოლიტიკოსებს, სათანადო ,,მწვანე დერეფანი” მოაწყონ, – ამის შესახებ „აზოვის პოლკის“ მეთაურმა დენის პროკოპენკომ განაცხადა.

პროკოპენკოს თქმით, მარიუპოლში, ,,აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში ასობით უკრაინელი თავს აფარებს.

მისი თქმით, რუსული ძალები მათ მიზანმიმართულად ბომბავენ.

,,მე ვარ აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო. მივმართავ მსოფლიოს ლიდერებს, ახლა, მარიუპოლში, ,,აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე თავს აფარებს. მათ შორის ყველა ასაკის ადამიანია, ქალები, ბავშვები, მარიუპოლის დამცველების ოჯახები. ,,რუსული სამყაროსგან” სარდაფებსა და ბუნკერებში აფარებენ თავს. მათ ერთადერთი თავშესაფარი უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით იპოვეს, რომლებიც დღემდე რუსი დამპყრობლებისგან ქალაქს იცავენ. რუსმა საოკუპაციო ძალებმა ეს იციან, იციან მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ და ნებით ხსნიან ცეცხლს ქარხანაზე. ისინი, თავდასხმებისთვის, თავისუფალი ვარდნის ბომბებს, რაკეტებს, ყველა სახეობის არტილერიას იყენებენ, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო. ქალაქის თეატრი, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, სახლები დაანგრიეს მათ, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციასა და უსაფრთხოებას სთავაზობს. ეს იგივე ხალხია და ამ ნაძირლების არავის სჯერა. ამიტომ, მოვუწოდებ მთელ ცივილიზებულ სამყაროს პოლიტიკოსებს, სათანადო ,,მწვანე დერეფანი” მოაწყონ, მისი უსაფრთხოება და მშვიდობიანი მოსახლეობის, დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია უზრუნველყონ, ასევე უზრუნველყონ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გამოყვანა, რათა ისინი პატივით დაიკრძალონ”, – განაცხადა პროკოპენკომ.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!