TaoNews.Ge

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის დასავლეთ ნაწილში, ჰერათის პროვინციაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 7 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.

პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. გავრცელებული ინფორმაციით ასაფეთქებელი ნივთიერება ერთ-ერთ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ აფეთქების უკან თალიბები დგანან.

შეგახსენებთ, ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობს. გუშინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აპრილიდან ანკარა უმასპინძლებს. ამასთან, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 18 მარტს ავღანეთის საკითხზე კონფერენციის გამართვა იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვმა კონფერენციაზე ავღანეთის მთავრობის, აშშ-ის, „თალიბანის“, რუსეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ყატარის წარმომადგენლები მიიწვია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!