TaoNews.Ge

ავთანდილ წერეთელი – ამის შემდეგ ერთ ლარსაც არავის ვასესხებ

ავთანდილ წერეთელი – ამის შემდეგ ერთ ლარსაც არავის ვასესხებ

ამის შემდეგ ერთ ლარსაც არავის ვასესხებ, – აღნიშნულის შესახებ ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზების დახმარებაში ბრალდებულმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დანაშაული არ ჩაუდენია, ხალხს კი ჰგონია, რომ ფული მან „გაათეთრა“.

„სასამართლოს წინაშე ფიცი დავდე, რომ სიმართლეს ვიტყვი და ახლა ვიტყვი, რომ ერთ ლარს არ ვასესხებ არავის ამის შემდეგ, როგორ ვასესხებ? ბატონმა პროკურორმა ბრძანა, ბანკი დაზარალდაო, თუ ბანკი დაზარალდა, ბანკს უნდა ეჩივლა მამუკასთვის და ბადრისთვის, თუ არ იჩივლა, ეს ბანკის პრობლემაა, არ არის დაზარალებული და როგორ იჩივლებდა? 70 წელს გადაცილებული ვარ, 72 წლის ვხდები, ჩემ ცხოვრებაში ასეთი რაღაც არ მომსვლია, გაუგებრობაში დავდივარ 3 წელია, მრცხვენია კაცო, ხალხს ჰგონია, „ფული გავათეთრე“.

ტელევიზიები, ჩემი ტელევიზია იქნება თუ სხვა, სულ იძახიან – ფულის გათეთრება, ფულის გათეთრება – ავთანდილ წერეთელი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძეო. ჩემი შვილიშვილი მოდის და ფულს მთხოვს, მომეცი, ფული უნდა გავათეთრო ბაბუაო“, – განაცხადა წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!