TaoNews.Ge

„ავატარმა“ მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსი დაიბრუნა

„ავატარმა“ მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსი დაიბრუნა

ჯეიმს კემერონის „ავატარმა“ მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი სურათის სტატუსი დაიბრუნა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პარასკევს 2009 წლის ფილმის განმეორებითი ჩვენება ჩინეთის კინოთეატრებში დაიწყო და შედეგად მისმა საერთო შემოსავალმა 2 მილიარდ 798 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მანამდე რეკორდის მფლობელი Marvel-ის „შურისმაძიებლები. ფინალი“ იყო. სურათმა სუპერგმირების შესახებ მსოფლიოში 2 მილიარდ 797 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა და 2019 წელს ყველაზე შემოსავლიანი ფილმის ტიტული სწორედ „ავატარს“ წაართვა.

ახლა ჯეიმს კემერონი და მისი გუნდი „ავატარის“ სამყაროს 4 ფილმზე მუშაობენ. „ავატარი 2“ ეკრანებზე 2022 წლის 16 დეკემბერს გამოვა, მესამე ნაწილი 2024 წლის დეკემბერში, მეოთხე 2026 წელს, „ავატარი 5“ კი 2028 წლის დეკემბერში.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!