TaoNews.Ge

“აბა მე გამიბედოს ვინმე და გადამიდგეს წინ, განახებთ იმათ კრიახს. მეუფეს რომ არ უშვებენ, მაგ ძალადობაზე სახალხო დამცველმა რატომ არ გააკეთა განცხადება.”

“აბა მე გამიბედოს ვინმე და გადამიდგეს წინ, განახებთ იმათ კრიახს. მეუფეს რომ არ უშვებენ, მაგ ძალადობაზე სახალხო დამცველმა რატომ არ გააკეთა განცხადება.”

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი რაღაც მის ეპარქიაში რომ მომხდარიყო, სხვა შედეგით დასრულდებოდა. ის ასევე დაპირისპირებულ მამაოების განცხადებებსაც აფასებს და აანონსებს, რომ თუ სასულერო პირები ძალიან მოინდომებენ, განკვეთილები გახდებიან:

​”ძალადობაზე რომ საუბრობთ, მეუფეს რომ არ უშვებენ იმაში, აბა მე გამიბედოს ვინმე და გადამიდგეს წინ, განახებთ იმათ კრიახს. რომ არ უშვებენ, მაგ ძალადობაზე რატომ არ გადაეცით ტელევიზიებმა, სახალხო დამცველმა რატომ არ გააკეთა განცხადება.

ათინოგენს ვიცნობ როდიდან… სარია რომ გამოგყავთ ექსპერტად და განსაკვეთია, ვინც ხელით შეეხოო. თვითონ რამდენჯერ განსაკვეთია. რადგან მოწყალეები ვართ და პატრიარქი მოწყალეა, რასაც იმსახურებენ, ის რომ გავუკეთოთ, გაბოროტდებიან და თქვენთვისაც საინტერესოები აღარ იქნებიან. თუ ძალიან მოინდომებს, არ ასცდებათ”- აცხადებს მეუფე იაკობი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!